spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა მელია – ჩვენ გვაქვს ჩვენი ამოცანა, მათ აქვთ თავიანთი, ამ ამოცანებს შორის უდიდესი განსხვავებაა

მათთვის ხელისუფლებაში ყოფნა არის შსს-ში ყოფნა. მათთვის ხელისუფლება არის ეს მოძალადეობრივი ჯგუფები, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, რეჟიმი ირყევა ისე, როგორც საჭიროა.

“ჩვენ გვაქვს ჩვენი ამოცანა, მათ აქვთ თავიანთი. ამ ამოცანებს შორის უდიდესი განსხვავებაა. ეს არის ბრძოლა. უარესიც იქნება იმიტომ, რომ რეჟიმი ირყევა იმდენად, რამდენადაც უნდა შეირყეს, რომ ჩამოინგრეს. ბოლო ბასტიონი, საყრდენი ბურჯები, რაზეც დგას ივანიშვილი, არის ეს ხალხი.

მეცნიერი ამათთვის არაფერი არ არის, არც პროფესორი, არც მასწავლებელი, ექიმი, არავინ, “რობოკოპები“ და სპეცრაზმი, ვისაც უხდის ხელფასს. მათთვის ხელისუფლებაში ყოფნა არის შსს-ში ყოფნა. მათთვის ხელისუფლება არის ეს მოძალადეობრივი ჯგუფები”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

პოლიციამ თსუთან აქცია დაშალა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილზე გადაინაცვლეს, სადაც რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები