spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზურაბ ჯაფარიძე – ეს ქცევა ტიპური რუსული “ომონის“ ქცევაა

ეს ქცევა ტიპური რუსული “ომონის“ ქცევაა. რუსეთი არ გვინდაო რომ ვამბობთ, ესეც შედის ამ სიაში, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მისთვის აუხსნელია, რატომ გამოიყენეს ძალა აქციის დასაშლელად.

“ჩვენ ეს პროტესტი გვქონდა ორი დღე-ღამის განმავლობაში. ორი დღე-ღამის განმავლობაში არ გვინახავს ან წერილობითი, ან ზეპირი განცხადება შსს-ის მხრიდან, რომ ჩვენ, მშვიდობიანი პროტესტანტები, რომელიმე კანონის რომელიმე ნორმას ვარღვევდით. შესაბამისად, თუ არ ვარღვევდით 2 დღე-ღამის განმავლობაში, არ ვარღვევდით არც დღეს დილით. ზუსტად იმავეს ვაკეთებდით, რასაც ვაკეთებდით მანამდე. მოცვივდნენ ველურებივით და დაგვარბიეს. ზღვა რობოკოპი ჰყავდათ, ოღონდ საქმეში არ ჩაურთავთ.

ეს ქცევა ტიპური რუსული „ომონის“ ქცევაა. რუსეთი არ გვინდაო რომ ვამბობთ, ესეც შედის ამ სიაში”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები