საქართველოს მოვუწოდებთ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გზას დაუბრუნდეს, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო ევროკავშირთან დაახლოების ამბიციებს უნდა დაუბრუნდეს.
“რა თქმა უნდა, ჩვენ საქართველოს მოვუწოდებთ ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გზას დაუბრუნდეს, მათ შორის ევროკავშირთან დაახლოების მათი ამბიციების ჩათვლით, მაგრამ მოდით, დღეს საქართველოზე ბევრს ნუ ვისაუბრებთ, ძალიან ბევრი სხვა საკითხია”, – განაცხადა მარკ რუტემ.