spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან იოსელიანი – თუ არ არის საკმარისი რაოდენობის ადამიანი, პოლიციას აქვს ლეგიტიმაცია, რომ გახსნას გზა

იმისთვის, რომ ადეკვატურად შევაფასოთ აქციაზე არსებული ვითარება, ამას სჭირდება სრული სურათი. აქციაზე ყოფნა ამ სრულ სურათს ვერ უზრუნველყოს, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოქალაქეებს გზის გადაკეტვის უფლება აქვთ, თუ ამისთვის საჭირო რაოდენობა იქნება.

“არასდროს სახალხო დამცველის წარმომადგენლები არ ესწრებიან უშუალოდ ღონისძიებას. იმისთვის, რომ ადეკვატურად შევაფასოთ აქციაზე არსებული ვითარება, ამას სჭირდება სრული სურათი. აქციაზე ყოფნა ამ სრულ სურათს ვერ უზრუნველყოს. იქ მხოლოდ ხედავ ერთ კონკრეტულ სივრცეს. ჩვენი თანამშრომლები ამას უყურებენ სოციალურ ქსელისა და ტელევიზიის მეშვეობით.

როდესაც ადამიანები გამოხატავენ პროტესტს, მათ აქვთ უფლება გზის გადაკეტვისაც, თუ რაოდენობა არის შესაბამისი. თუ არ არის საკმარისი რაოდენობის ადამიანი, პოლიციას აქვს ლეგიტიმაცია, რომ მოქალაქეები გადაიყვანოს სავალ ნაწილში და გახსნას გზა”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები