ეს ძალადობა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა, არ იყო არანაირად საჭირო, მაგრამ იმდენად შეშინებულები არიან, რომ ვეღარ ზომავენ, როგორ და რანაირად უნდა იმოქმედო, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, უკვე 20 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ანუ რუსულმა ხელისუფლებამ წაართვა ქართველ ხალხს მომავალი, ამის დათმობა ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა ჩაბარდება რუსეთს.
“ეს პროტესტი გაგრძელდება და იქნება სხვადასხვა ლოკაციაზე, უკვე 20 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ანუ რუსულმა ხელისუფლებამ წაართვა ქართველ ხალხს მომავალი, ამის დათმობა ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას ჩავაბარებთ რუსეთს. ჩვენ აქ არ ვაპროტესტებთ მხოლოდ არჩევნებს, ჩვენ აქ ვაპროტესტებთ იმ კურსს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გაატარა საქართველოში. ეს პროტესტი არის ის გამოძახილი, რომელიც ამას არ დაუშვებს, არ არსებობს, რომ ქართველ ხალხს წაართვა თავისი ფუნდამენტური არჩევანი, რასაც ჰქვია თავისუფლება და ევროპისკენ სწრაფვა. ეს ძალადობა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა, არ იყო არანაირად საჭირო, მაგრამ იმდენად შეშინებულები არიან, რომ ვეღარ ზომავენ, როგორ და რანაირად უნდა იმოქმედონ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირიდან კვლავ უნივერსიტეტთან გადაინაცვლეს, სადაც ისინი დილით პოლიციამ დაშალა.