spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ხატია დეკანოიძე – თუ რამემ შეიძლება, რეჟიმი გააძლიეროს, ეს არის უიმედობა

ივანიშვილს თუ ჰგონია, რომ ის და მისი ფულის წუმპეში ჩამხრჩვალი რეჟიმი არის უმრავლესობა, რა თქმა უნდა, არ არიან უმრავლესობა, უმრავლესობაში ვართ ჩვენ, –  ამის შესახებ “ერთიანობა –  ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოების უიმედობა ხელისუფლებას აძლიერებს.

“ხელისუფლებას ეშინია ბევრი ხალხის, იმ ადამიანების, რომლებიც ძალიან ბევრი მოვიდნენ დღეს და მთელი დღე მელიქიშვილის გამზირზე იდგნენ.

ეს არალეგიტიმური რეჟიმია, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ყველაფრის უფლება აქვს. ამიტომ, ძალიან გაბრაზებულები მოვიდნენ დღეს აქ მოქალაქეები და დავიბრუნეთ ჩვენი ადგილი, სადაც იყო ჩვენი წინააღმდეგობის ცენტრი, ამიტომ, ვფიქრობ, ძალა მართლაც ერთიანობაშია.

ბიძინა ივანიშვილს აწუხებს არალეგიტიმურობა. მას აწუხებს ის, რომ ჩვენმა არცერთმა სტრატეგიულმა სახელმწიფომ არ ცნო ამ არჩევნების ლეგიტიმაცია.

ივანიშვილს თუ ჰგონია, ილუზიას შექმნის, რომ ის და მისი ფულის წუმპეში ჩამხრჩვალი რეჟიმი არის უმრავლესობა, რა თქმა უნდა, არ არიან უმრავლესობა, უმრავლესობაში ვართ ჩვენ.

ყოველგვარი ყალბი ოპტიმიზმის გარეშე – სულ სხვა დრამატული მომენტია, როცა ჩვენ ჩვენი სამშობლო უნდა გადავარჩინოთ და დავიბრუნოთ. ეს არის ჩვენი მიტაცებული ხმა. თუ რამემ შეიძლება, რეჟიმი გააძლიეროს, ეს არის უიმედობა”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები