spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომში, ე.წ ლიკანის დასახლებაში მესხეთის ქუჩაზე ცენტრალური გზის გამყოლი ღობეების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბორჯომში, ე.წ ლიკანის დასახლებაში მესხეთის ქუჩაზე ცენტრალური გზის გამყოლი ღობეების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ცენტრალური ქუჩების მიმდებარე სახლების ღობეები, ჭიშკრები და რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები.

სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

“აღნიშნული პროექტი ბორჯომის, როგორც საკურორტო ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, უმნიშვნელოვანესია. ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სამუშაოები სხვადასხვა ობიექტებზე დაწყებულია და მომავალშიც გაგრძელდება”, – აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები