spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ცესკომ პარლამენტის ახალარჩეული წევრებისთვის დროებითი მოწმობები დაამზადა

ცესკო საქართველოს პარლამენტის ახალარჩეული წევრებისთვის დროებითი მოწმობები დაამზადა.

“ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმოქმედა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული ვალდებულებით და არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან ორი დღის ვადაში უზრუნველყო არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთათვის დროებითი მოწმობების დამზადება.

შესაბამისად, ადმინისტრაციის მხრიდან მოხდება დაკავშირება ბარიერგადალახული საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებთან, ახალარჩეული საქართველოს პარლამენტის პირველ სხდომამდე მათთვის საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ დროებითი მოწმობების გადაცემის მიზნით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ოპოზიციურმა კოალიციურმა გაერთიანებებმა “კოალიცია ცვლილებისთვის, “ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ” და “ძლიერმა საქართველომ” განაცხადეს, რომ უარს ამბობენ სადეპუტატო მანდატებზე და ცესკოს ჯერ კიდევ გასულ კვირას მიმართეს, არ დაემზადებინა მათთვის დროებითი მოწმობები.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები