ის, რომ ახლა ხალხი არ არის და დასასვენებლად წავიდნენ, ბუნებრივია. რაც შეეხება პოლიტიკოსებს, ყველა ვერ უძლებს ამ ვითარებას. ზოგი გამარჯვებისთვის იყო განწყობილი, – ამის შესახებ Front News-თან “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გეგმაა შესაცვლელი.
“ის, რომ ახლა ხალხი არ არის და დასასვენებლად წავიდნენ, ბუნებრივია. ოპოზიცია ახლა იკრიბება და დღეს რას ვაკეთებთ იქნება გეგმა. არავინ არაფრის დათმობას არ აპირებს.
რაც შეეხება პოლიტიკოსებს, ყველა ვერ უძლებს ამ ვითარებას. ზოგი გამარჯვებისთვის იყო განწყობილი, ზოგი კრიზისულ ვითარებაში უფრო ავლენს ლიდერის თვისებებს, ყველა პოლიტიკოსი სხვადასხვანაირია. მთავარი ისაა, არავის არაფერი დავაბრალოთ.
თსუ თავად სტუდენტებმა აირჩიეს პროტესტის ცენტრად, ეს არ იყო პოლიტიკოსების გადაწყვეტილება.
რაც შეეხება გეგმას, უნდა შევცვალოთ, იმიტომ, რომ როცა ერთსა და იმავეს აკეთებ, ხელისუფლება იმის საწინააღმდეგოს იგონებს. შეიკრიბებიან ლიდერები და შეიმუშავებენ გეგმას”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.