25 ნოემბრის პირველი სხდომა არ უნდა დავუშვათ, სამართლებრივადაც ეს ამოცანა გვაქვს, პოლიტიკურადაც ეს ამოცანა გვაქვს და ახლა საჭიროა ამის განხორციელება და ბოლომდე მიყვანა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიგი უგულავამ განაცხადა.
მისივე თქმით, სამი დიდი თარიღია დეკემბრის განმავლობაში და ეს ყველაფერი ხდება პარლამენტის შენობაში, ეს არის ის პერიოდი, როდესაც დეპუტატები და თვითმარქვია მთავრობის წევრები თავის ღვთაება ბიძინა ივანიშვილთან ერთად იქ არიან, ამიტომ ახლა იწყება მთავარი ბრძოლა.
“25 ნოემბრის პირველი სხდომა არ უნდა დავუშვათ, სამართლებრივადაც ეს ამოცანა გვაქვს, პოლიტიკურადაც ეს ამოცანა გვაქვს და ახლა საჭიროა ამის განხორციელება და ბოლომდე მიყვანა. ყველა ჩვენს გამოვლინებაში დევს ის იდეა, რომ შევაჩეროთ 25 ნოემბრის პირველი სხდომა და ამ ყველაფრის შემჩერებელი არის ქუჩა, პროტესტი, რომელიც ამ უკანონობას, კონსტიტუციაზე ძალადობას, თვითმარქვია პარლამენტის ჩამოყალიბებას, რუსული დუმის ჩამოყალიბებას შეაჩერებს. “ოცნების“ გეგმის ნაწილია, რომ წლის ბოლოსთვის, სანამ საცივის სეზონი დადგება, მანამდე ახალი პრეზიდენტი შეირჩეს. სამი დიდი თარიღია დეკემბრის განმავლობაში და ეს ყველაფერი ხდება პარლამენტის შენობაში, ეს არის ის პერიოდი, როდესაც დეპუტატები და თვითმარქვია მთავრობის წევრები თავის ღვთაება ბიძინა ივანიშვილთან ერთად იქ არიან, ამიტომ ახლა იწყება მთავარი ბრძოლა, მთავარი წინააღმდეგობა, რომელიც ერთ კონკრეტულ მიზანს ემსახურება, რომ არ შედგეს ეს თვითმარქვია ორგანო“, – განაცხადა გიგი უგულავამ.