spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – არის ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება, რომ მაღალი დონის შეხვედრები “ქართული ოცნების” წევრებთან არ ტარდება

ამ ეტაპისთვის გაყინულია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი საქართველოსთვის ხელისუფლების მიერ მიტაცებული არჩევნების გამო, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე არის ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ მაღალი დონის შეხვედრები “ქართული ოცნების” წევრებთან არ ტარდება.

“ამ ეტაპისთვის გაყინულია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი საქართველოსთვის ხელისუფლების მიერ მიტაცებული არჩევნების გამო. პრაქტიკულად, მიღებულია გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს თანხების რესტრუქტურიზაცია, ანუ, სახელმწიფო უწყებების მიერ აღარ მოხდეს ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხების ათვისება და ამის გადანაწილება მოხდეს კრიტიკულ მედიასა, თუ სამოქალაქო სექტორზე. ასევე არის ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ მაღალი დონის შეხვედრები “ქართული ოცნების“ წევრებთან არ ტარდება“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

18 ნოემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხი განიხილეს. “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თინა ბოკუჩავა ბრიუსელში იმყოფებოდა, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო მინისტრებს შეხვდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები