spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან მგალობლიშვილი ტელევიზიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრს ესტუმრა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი ტელევიზიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრს ესტუმრა.

ლევან მგალობლიშვილის თქმით, ტელევიზია უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობაა საზოგადოებრივი აზრის ფორმირების პროცესში.

“ვულოცავ ყველა ეროვნული მაუწყებელს და ჟურნალისტს ტელევიზიის საერთაშორისო დღეს!

ტელევიზია უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობაა საზოგადოებრივი აზრის ფორმირების პროცესში – სწორედ ტელევიზიის საერთაშორისო დღეს ვესტუმრე აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრს, რომელიც თავის დროზე აფხაზეთის ტელევიზიის ბაზაზე დაფუძნდა, დღეს კი ტელეკომპანია აფხაზეთის ხმის ეთერში მაუწყებლობს და აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებული სატელევიზიო პროდუქტს ქმნის, მადლობას ვუხდი თითოეულ თანამშრომელს“, – განაცხადა მგალობლიშვილმა.

1996 წელს პირველ მსოფლიო სატელევიზიო ფორუმზე გაერომ ტელევიზიის მსოფლიო დღე დააწესა, რომელიც ყოველწლიურად 21 ნოემბერს აღინიშნება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები