როგორც პუტინი უყურებს საქართველოს რუკას, ისე უყურებს ბიძინა ივანიშვილი, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, არანაირი პოლიტიკა და არჩევნები ამ ქვეყანაში არ არსებობს.
“როგორც პუტინი უყურებს საქართველოს რუკას, ისე უყურებს ბიძინა ივანიშვილი. მე მაინტერესებს, მართლა ვინმეს გჯერათ, რომ ხალხი, რომელიც საქართველოს რუკას უყურებს ასე, მათ უნდათ საქართველოში კეთილდღეობა?! და ამ რუკასთან, რომ იდგა შალვა პაპუაშვილი, მას უნდა ჰქონდეს მშვიდად გადაადგილების შესაძლებლობა?!
მინდა ყველას მივმართო, არანაირი პოლიტიკა და არჩევნები ამ ქვეყანაში არ არსებობს. მხოლოდ ხალხს და მშვიდობიან და მრავალრიცხოვან პროტესტს შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა.
დღეს პოლიტიკა საქართველოში არ არსებობს, არსებობს რუსული რეჟიმი, არალეგიტიმური ხელისუფლება და ტყვეები, რომლებიც არიან ციხეში. უკაცრავად, მაგრამ როცა უშვებთ, რომ რუსებთან მებრძოლი პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა იყოს ციხეში, მერე ხელისუფლება ასე იქცევს სხვების შემთხვევაშიც”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.