spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – 24 საათი არის ნარკოტიკული თრობის ქვეშ, ტიპი არის არაადეკვატური, არანორმალური, ბავშვიჭამიაა

ეს “ხარება”, რომელიც “მაგნიტსკის” სიაშია, 24 საათი არის ნარკოტიკული თრობის ქვეშ. ტიპი არის არაადეკვატური, არანორმალურია, ბავშვიჭამიაა, –  ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილი კალანდარიშვილისა და კირთაძის ინციდენტს გამოეხმაურა და დავით კირთაძეს მადლობა გადაუხადა.

“ვინ ხართ, რა ხალხი ხართ, ვიღაც კალანდაძეს თუ კალანდარიშვილს საღებავი შეასხეს და თვალი ეტკინაო, რომ იძახით, ქუჩაში ახალგაზრდებს თავ-პირი დაულეწეთ. ეს “ხარება” 24 საათი არის ნარკოტიკული თრობის ქვეშ. ტიპი არის არაადეკვატური, არანორმალურია, ბავშვიჭამიაა, ხარება, რომელიც “მაგნიტსკის” სიაშია. ამათ დალეწეს ხალხი და კალანდარიშვილი გამოდის, ვაიმე, გიორგი, მაგრად გეტკინა თვალი? შე სამარცხვინო, შენ ხარ რუსეთის აგენტურაში.

დავით კირთაძე ჩემი მაგარი მებრძოლია, ჩემი სოლიდარობა მას. ჩემთვის, ეს ადამიანი არის გმირი, ყველას სათქმელი თქვა. მადლობა დათო კირთაძეს”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები