spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იაგო ხვიჩია – სიებია ჩასახსნელი, უარია სათქმელი დაფინანსებაზე და ეს არის სწრაფად გასაკეთებელი, რომ ამ პარლამენტის ცნობაც კი ვერ მოესწროს

ეს ოთხი პარტია ერთად, რომ ლაგდებოდა წინასაარჩევნოდ  და მთელი გიჟობები რომ იყო მოწყობილი, მაგ ოთხ პარტიას, ნუთუ დღეს ერთიანი აზრი არ აქვს? – ამის შესახებ პარტია “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ მართლა არ სურს ოპოზიციას პარლამენტში შესვლა, ამისთვის სწრაფად და კონკრეტულად უნდა იმოქმედოს.

“ეს ოთხი პარტია ერთად, რომ ლაგდებოდა წინასაარჩევნოდ – ჩვენ ერთად ვდგავართ, ხმა არ დაიკარგოსო და მთელი გიჟობები რომ იყო მოწყობილი, მაგ ოთხ პარტიას, ნუთუ, დღეს ერთიანი აზრი არ აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები უკანონოდ ჩატარდა?

ჩვენ ვთავაზობთ ამ ხალხს ასეთ რამეს – ხალხო, თუ მართლა არ ცნობთ არჩევნების შედეგებს, მაშინ გასაკეთებელია ეს – სიებია ჩასახსნელი, უარია სათქმელი დაფინანსებაზე და ეს არის სწრაფად გასაკეთებელი, რომ ამ პარლამენტის ცნობაც კი ვერ მოესწროს და ყველასთვის გასაგები იყოს ეს ამბავი საერთაშორისო მასშტაბით. ან მეორე ვარიანტია – გააგრძელონ საპარლამენტო ცხოვრება და იარონ თავდახრილებმა”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები