spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კოტე ჩოკორაია – კენჭისყრა უნდა გადაიდოს მანამ, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო არ დაასრულებს აღნიშნული საქმეების განხილვას

კენჭისყრა უნდა გადაიდოს მანამ, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო არ დაასრულებს აღნიშნული საქმეების განხილვას, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა კოტე ჩოკორაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, უკვე ყველა დეპუტატის არჩევის საკითხი გასაჩივრებულია  საკონსტიტუციო სასამართლოში.

“ყველა დეპუტატის არჩევის საკითხი გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში, შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ მანამდე არ უნდა იყოს კენჭისყრა და გადაიდოს მანამ, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო არ დაასრულებს აღნიშნული საქმეების განხილვას. ლოგიკურიც არის.

პარლამენტმა  უფლებამოსილება ცნოს, კანონები მიიღოს, მთავრობა დაამტკიცოს, პრეზიდენტის არჩევნები დანიშნოს და მერე თეორიულად მისი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დადგეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ალოგიკური იქნება”, – განაცხადა კოტე ჩოკორაიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები