spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნონა ქურდოვანიძე – სასამართლოებმა უარი თქვეს მართლმსაჯულებაზე და კანონის დაცვაზე

სასამართლოებმა უარი თქვეს მართლმსაჯულებაზე და კანონის დაცვაზე, ძალიან ცალსახა დარღვევაზე, რომლის თვითმხილველი არის თითოეული ამომრჩეველი, თქვეს, რომ არ დარღვეულა ხმის ფარულობის პრინციპი, – ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩევლების ხმების დაცვა ვერ უზრუნველყო.

“სამწუხაროდ, საარჩევნო ადმინისტრაციამ ვერ უზრუნველყო ამომრჩევლისთვის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, რომ არჩევნებში დაცული ყოფილიყო ხმის ფარულობის პრინციპი. ეს არის ის ცენტრალური საკითხი, რომელიც ხელახალი არჩევნების ჩატარების წინაპირობა უნდა გახდეს, იმიტომ, რომ ეს ეხებოდა ამომრჩევლის 90%-ის ხმას.

როდესაც ნახევარზე მეტი ხმების პრობლემაა ეს, ასეთ დროს კანონმდებლობა ითვალისწინებს ხელახალი არჩევნების ჩატარებას და შედეგების ბათილად ცნობას.

სასამართლოებმა უარი თქვეს მართლმსაჯულებაზე და კანონის დაცვაზე და ძალიან ცალსახა დარღვევაზე, რომლის თვითმხილველი არის თითოეული ამომრჩეველი, თქვეს, რომ არ დარღვეულა ხმის ფარულობის პრინციპი”, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლო საიას საჩივარს ცესკოს შემაჯამებელი ოქმის/არჩევნების შედეგების ბათილად ცნობისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები