spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – პაპუაშვილი ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ არ მიიწვიეს ელჩები, დიპლომატიური კორპუსი უარს აცხადებს მივიდეს პარლამენტის სხდომაზე

მატყუარა ივანიშვილის მატყუარა დამქაში პაპუაშვილის სახით ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ მათ არ მიიწვიეს დიპლომატიური კორპუსი. დიპლომატიური კორპუსი უარს აცხადებს მივიდეს პარლამენტის სხდომაზე, რომელსაც არ აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ერთადერთი ხსნა ამ საერთაშორისო იზოლაციისგან არის ხელახალი არჩევნები, სადაც აისახება ქართველი ხალხის თავისუფალი ნება.

“მატყუარა ივანიშვილის მატყუარა დამქაში პაპუაშვილის სახით ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ მათ არ მიიწვიეს დიპლომატიური კორპუსი. დიპლომატიური კორპუსი უარს აცხადებს მივიდეს პარლამენტის სხდომაზე, რომელსაც არ აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია, სამაგიეროდ შეეძლოთ მიეწვიათ ვლადიმერ პუტინი ან ნიკარაგუას ორტეგა, ან ვენესუელას მადურო, ეს არის სწორედ იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლის პირისპირაც დატოვა ივანიშვილმა საქართველო. ჩვენი ერთადერთი ხსნა ამ საერთაშორისო იზოლაციისგან არის ხელახალი არჩევნები, სადაც აისახება ქართველი ხალხის თავისუფალი ნება და ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს და ჩვენს ევროპულ პერსპექტივას”,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები