მელიქიშვილის გამზირზე აქციის დროს დაკავებულ 20 წლის მათე დევიძეს, რომელსაც საგამოძიებო ორგანო პოლიციელებზე თავდასხმას ედავება, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
მათე დევიძე 19 ნოემბერს დააკავეს, მას პოლიციელის დაუმორჩილებლობას და წვრილმანი ხულიგნობის ჩადენას ედავებოდნენ, თუმცა 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ მის საქმესთან დაკავშირებით მუხლი შეიცვალა და ამჟამად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
აღნიშნული მუხლი თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.