ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი შერაცხადია.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, ბექა ჯაიანი დანაშაულის ჩადენის მომენტში შეურაცხადი არ იყო.
37 წლის კესარია აბრამიძე 18 სექტემბერს საკუთარ ბინაში მისმა მეგობარმა მამაკაცმა 26 წლის ბექა ჯაიანმა ცივი იარაღით – დანით განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა. მან ქალს 28 სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და ადგილიდან მიიმალა.
ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.