spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი მოსამართლემ კვლავ პატიმრობაში დატოვა

პარლამენტის შენობის ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებული ახალგაზრდები მოსამართლე ნათია გუდაძემ კვლავ პატიმრობაში დატოვა.

ადვოკატები ორივე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და მათ გათავისუფლებას ითხოვდნენ.

პროცესზე შეუძლოდ გახდა საბა მეფარიშვილის დედა, რის გამოც სხდომა რამდენიმე წუთით შეწყდა.

19 წლის ომარ ოკრიბელაშვილი და 23 წლის საბა მეფარიშვილი 12 მაისს დააკავეს. პროკურატურა მათ  400-ლარიანი ჯებირის დაზიანებას ედავება.

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საპროტესტო აქციაზე პარლამენტის შენობის დროებითი ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებულ ომარ ოკრიბელაშვილს და საბა მეფარიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები