შევუერთდებით აქციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ასევე იქნება აქცია ხვალ და ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, საზოგადოებრივი კონსოლიდაცია, აქტიურობა, მუდმივი პროტესტი, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა დაინახონ, რომ, როდესაც ისინი არ აღიარებენ მიტაცებული არჩევნების შედეგებს, არც საქართველო ეგუება მიტაცებული არჩევნების შედეგებს.
“შევუერთდებით აქციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ასევე იქნება აქცია ხვალ და ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, საზოგადოებრივი კონსოლიდაცია, აქტიურობა, მუდმივი პროტესტი იმისთვის, რომ ,მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებმა დაინახონ, რომ ერთის მხრივ, როდესაც ისინი არ აღიარებენ მიტაცებული არჩევნების შედეგებს, არც ჩვენ ვეგუებით მიტაცებული არჩევნების შედეგებს. ძალიან მტკიცედ, ძალიან მყარად, დაუღალავად ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.