spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა გვარამია – მე უნივერსიტეტში ვსწავლობდი მხედრიონის დროს და ასეთი რამ, რაც დღეს ხდება, არ მომხდარა არასდროს

მე თუ რაიმეს წარმოვადგენ, ძალიან დიდი წვლილი ამაში მიუძღვის სწორედ უნივერსიტეტს, მაგრამ მე უნივერსიტეტში ვსწავლობდი მხედრიონის დროს და ასეთი რამ, რაც დღეს ხდება, არ მომხდარა არასდროს, –  ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ჯაბა სამუშია მისივე სტუდენტების მარბეველ რაზმებს უშვებს უნივერსიტეტის ეზოში.

“მე თუ რაიმეს წარმოვადგენ, ძალიან დიდი წვლილი ამაში მიუძღვის სწორედ უნივერსიტეტს, მაგრამ მე უნივერსიტეტში ვსწავლობდი მხედრიონის დროს და ასეთი რამ, რაც დღეს ხდება, არ მომხდარა არასდროს. ჯაბა სამუშიას აკადემიური შესაძლებლობების შესახებ მე არაფერი არ მსმენია და არ მგონია, რომ უნივერსიტეტი იმსახურებდეს ასეთ რექტორს აკადემიური კუთხით, მაგრამ, კიდევ უფრო უარესია, როდესაც ლექტორი იმას აკეთებს, რაც საბჭოთა კავშირის დროს არ გაუკეთებიათ უნივერსიტეტის რექტორებს. რეალურად, მისივე სტუდენტების მარბეველ რაზმებს უშვებს უნივერსიტეტის ეზოში და რამდენიც არ უნდა ისაუბროს, რომ თვითონ არ შეუშვია და ა.შ, პრობლემა ზუსტად იმაშია, რომ თვითონ აქ უნდა მდგარიყო და უნდა აღეკვეთა სტუდენტების დარბევა უნივერსიტეტის ეზოში მდგომი რობოკოპების მხრიდან“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა საპარლამენტო არჩევნების ხელახალი დანიშვნაა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები