თბილისში, საპროტესტო აქციის მონაწილეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, გმირთა მოედნამდე მსვლელობას მართავენ.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა საპარლამენტო არჩევნების ხელახალი დანიშვნაა.
“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, გმირთა მოედანი დაიკეტება 10 საათამდე.
“ორ ლოკაციაზე გავშლით კარავს, 10 საათამდე აქ ვართ, რომ მაქსიმალურად ავითვისოთ გმირთა მოედანი. 10 საათამდე ვართ აქ გამაგრებული და ვაჩვენებთ ჩვენს პროტესტს. დაახლოებით 2 საათში გამოვაცხადებთ ხვალინდელ და ზეგინდელ გეგმას, კონკრეტულ ნაბიჯებს, თუ რას ვაპირებთ ხვალ და ზეგ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ სტუდენტებს, რომელთა ნაწილიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მე-4 დღეა, ღამეს ათენებენ. ისინი 26 ოქტომბრის არჩევნებს აპროტესტებენ და უნივერსიტეტის რექტორის ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვენ.