დღეს, 22:00 საათამდე ვიქნებით აქ და ეს არის გაფრთხილება, რომ ყველამ დაინახოს ის, რომ ჩვენ ჩვეულ რეჟიმში არ ვაპირებთ გაგრძელებას და ხვალ საღამოს უმნიშვნელოვანესია 21:00 საათზე ვიყოთ ყველა ერთად და მოვემზადოთ 25-ის დილისთვის, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ყველას უნდა ესმოდეს, სადაც არ უნდა შეიკრიბონ, როგორც არ უნდა შეიკრიბონ, „ქართული ოცნება“ არის მარტო.
“ქალაქის პარალიზება არის ერთი მიმართულება, რომელიც საკმაოდ მოულოდნელად განვახორციელეთ. დღეს 10 საათამდე ვიქნებით აქ და ეს არის გაფრთხილება, რომ ყველამ დაინახოს ის, რომ ჩვენ ჩვეულ რეჟიმში არ ვაპირებთ გაგრძელებას და ხვალ საღამოს უმნიშვნელოვანესია 21:00 საათზე ვიყოთ ყველა ერთად და მოვემზადოთ 25-ის დილისთვის. ყველას უნდა ესმოდეს, სადაც არ უნდა შეიკრიბონ, როგორც არ უნდა შეიკრიბონ, “ქართული ოცნება” არის მარტო, დარჩებიან მარტო, იქ არ იქნებიან არც დიპლომატები, არც პოლიტიკოსებო, ისინი არიან სრულ იზოლაციაში. ჩვენი შეკრების მიზეზია, მთელს მსოფლიოს და ერთმანეთს ვუთხრათ, რომ მათი შეკრება არ ნიშნავს მთავრობად ჩამოყალიბებას“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.