როგორც არ უნდა ციოდეს და როგორი ღამეც არ უნდა იყოს, ქუჩაში გამოსვლა არის აუცილებელი, განსაკუთრებით დღეს, რადგან ხვალ დილით ჩანიშნულია სესია და ეცდებიან, რომ საკუთარ თავს ამ უზურპატორებმა ლეგიტიმაცია მისცენ, – ამის შესახებ საპროტესტო აქციაზე “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ საჭირო გახდა, ამაღამ კარვებსაც გაშლიან.
“პროტესტი აჩვენებს, რომ ხალხი არ ეგუება იმ რეალობას, რომელშიც გვამყოფებენ. არ ეგუებიან იმას, რომ არჩევნები მოგვპარეს და მიგვაქანებენ რუსეთში. ისინი გვაკარგვინებენ შესაძლებლობას, რომელიც არცერთ თაობას ამ ქვეყანაში არ ჰქონია, რომ სადღაც 6 წელიწადში ეს ქვეყანა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს.
როგორც არ უნდა ციოდეს და როგორი ღამეც არ უნდა იყოს, ქუჩაში გამოსვლა არის აუცილებელი, განსაკუთრებით დღეს, რადგან ხვალ დილით ჩანიშნულია სესია და ეცდებიან, რომ საკუთარ თავს ამ უზურპატორებმა ლეგიტიმაცია მისცენ. ორი აქციაა ჩანიშნული – ერთი დღეს 21:00 საათზე და მერე ხვალ 9:00 საათზე. ყველა უნდა გამოვიდეს”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.