spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ფავლენიშვილი – არ გავჩერდებით, იმიტომ, რომ სხვა გზა არ გვაქვს

არ მოვიცვლი ფეხს, სანამ ივანიშვილს და მის დამქაშებს არ გავაძევებთ აქედან, მარტო ამ შენობიდან კი არა, ყველა საჯარო შენობიდან და საჯარო სივრციდან , – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილს საქართველოს პარლამენტის “ბუტკად” გადაქცევა სურს.

“ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, რომ საქართველოს პარლამენტს გადააწეროს რუსული “ბუტკა”. არავინ არ აპირებს ივანიშვილის კრიმინალური სინდიკატის გარდა ამ შენობაში შესვლას.

ჩვენი პროტესტი როგორც არ უნდა გაგრძელდეს, სად და როგორ დავდგებით, მაგრამ ჩვენ არ ჩამოვუშვებთ ხელს, არ გავჩერდებით, იმიტომ, რომ სხვა გზა არ გვაქვს, მეგობრებო. სხვა გზა ნიშნავს ბრძოლისუნარიანობის დათმობას კი არა, ქვეყნის დათმობას.

არ მოვიცვლი ფეხს, სანამ ივანიშვილს და მის დამქაშებს არ გავაძევებთ აქედან, მარტო ამ შენობიდან კი არა, ყველა საჯარო შენობიდან და საჯარო სივრციდან”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები