spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა პაპუაშვილი – ბევრს კი იმუქრებიან, მაგრამ შევხედავთ, ვნახოთ, ვინ დაწერს უარის განცხადებას მანდატებზე

პარლამენტის წევრების რეგისტრაცია ხორციელდება ცესკოს მიერ გაცემული პარლამენტის წევრის დროებითი მოწმობის საფუძველზე. რამდენადაც ვიცი, ოპოზიციის წარმომადგენლებს ჯერჯერობით ცესკოდან ეს საბუთები არ აუღიათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, იმედოვნებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები აიღებენ საბუთს და დაესწრებიან პარლამენტის პირველ სხდომას.

“პარლამენტის წევრების რეგისტრაცია ხორციელდება ცესკოს მიერ გაცემული პარლამენტის წევრის დროებითი მოწმობის საფუძველზე. რამდენადაც ვიცი, ოპოზიციის წარმომადგენლებს ჯერჯერობით ცესკოდან ეს საბუთები არ აუღიათ, თუმცა, იმედი მაქვს, მიმართავენ, აიღებენ საბუთს, გაივლიან რეგისტრაციას, დაესწრებიან პარლამენტის პირველ სხდომას.

ვხედავთ მათ წამოცდენებს. დღესაც ვნახეთ, ერთ-ერთი პარტიის წევრმა საკუთარ თავს როგორ უწოდა არჩეული დეპუტატი, ასე რომ, ეს ფროიდისეული წამოცდენები მათ ძალიან ხშირად მოსდით. ბევრს კი იმუქრებიან, მაგრამ შევხედავთ. სულ რამდენიმე საათში, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ ვნახავთ, ვინ დაწერს განცხადებას მანდატებზე უარის თქმის შესახებ. ასე რომ, ეს ყველაფერი წინ არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები