ჩვენ შევძელით ის, რომ “ქართლი ოცნება” შეშინებული შეიპარა პარლამენტში. თქვენი აქ ყოფნის გამო, მათ მოუწიათ საქართველოს პარლამენტში ვირთხებივით შეპარვა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს პარლამენტი საბოლოოდ გახდა თვითგამოცხადებული თვითმარქვია.
“თქვენი აქ ყოფნის გამო, მათ მოუწიათ საქართველოს პარლამენტში ვირთხებივით შეპარვა. მადლობა თქვენ, ბრძოლა გრძელდება. დღეს თვითონ გამოუტანენ განაჩენს საკუთარ თავს, რომ ეს პარლამენტი, ეს ხელისუფლება საბოლოოდ გახდება თვითგამოცხადებული, თვითმარქვია, იმიტომ, რომ არავინ, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, მას როგორც საქართველოს ნების გამომხატველ კანონიერ ხელისუფლებას, აღარ მოიხსენიებს.
არ დავიშალოთ! ძალიან მნიშვნელოვანია აქ ყოფნა. მიუხედავად წვიმისა, მიუხედავად ცივი ამინდისა, ჩვენ შევძელით ის, რომ “ქართლი ოცნება” შეშინებული შეიპარა პარლამენტში”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
პარლამენტის პირველი სესია შეიკრიბა. სხდომის პარალელურად ქუჩაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.