ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენი პროტესტი, ქართველი ხალხის პროტესტი, მაგრამ ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ასპარეზზე დაუღალავი მუშაობა, იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ არაღიარების პოლიტიკა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს შეიკრიბა ე.წ. თვითგამოცხადებული პარლამენტი, თუმცა, ამით არაფერი სრულდება.
“ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენი პროტესტი, ქართველი ხალხის პროტესტი, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ასპარეზზე დაუღალავი მუშაობა, იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ არაღიარების პოლიტიკა მაშინ, როდესაც ცივილიზებული სამყარო არ ცნობს რუსული სპეცოპერაციით მიტაცებულ არჩევნებს და მის შედეგებს და შესაბამისად, არც იმ პარლამენტს, რომელიც ახლა ფორმირების პროცესშია და რომელიც არ ასახავს არანაირად ქართველი საზოგადოების ნებას. შესაბამისად, არ აქვს არც ეროვნული და არც საერთაშორისო ლეგიტიმაცია. დღეს, შეიკრიბა, ე.წ. თვითგამოცხადებული პარლამენტი, თუმცა, ამით არაფერი სრულდება, რადგან არ იცვლება ის მოცემულობა, სადაც არც პრეზიდენტი, არც პოლიტიკური პარტიები და არავინ არ აღიარებს ამ არჩევნების ლეგიტიმაციას”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.