spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პარლამენტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს

საქართველოს პარლამენტმა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი აირჩია.

შალვა პაპუაშვილის არჩევას პარლამენტის 88 წევრმა  დაუჭირა მხარი. პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის შემდეგ შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევამდე, შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებს სიტყვით მიმართა.

მე-11 მოწვევის პარლამენტმა ვიცე-სპიკერებიც აირჩია. პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი იქნება.

ასევე, ვიცე-სპიკერები იქნებიან ნინო წილოსანი და თეა წულუკიანი.

გია ვოლსკი და ნინო წილოსანი ვიცე-სპიკერები მე-10 მოწვევის პარლამენტშიც იყვნენ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები