spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ვაშაძე – უკვე გავაგზავნე განცხადება ამ  თვითმარქვია ორგანოში და დაუყოვნებლივ მოვითხოვ, შეწყდეს ჩემი მანდატი!

მე უკვე გავაგზავნე განცხადება ამ  თვითმარქვია ორგანოში, რომელსაც ისინი პარლამენტს უწოდებენ და დაუყოვნებლივ მოვითხოვ, შეწყდეს ჩემი მანდატი! გაუქმდეს მათთან ჩემი კავშირი!, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მან ოპოზიციის ბრძოლის ხაზზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს იქნება პროტესტი და საგარეო ასპარეზი.

“ბიძინა ივანიშვილი პარლამენტის შენობიდან გაიპარა საკუთარ თვითმარქვია დაჯგუფებასთან ერთად, რომელმაც დღეს საკონსტიტუციო გადატრიალება მოაწყო საქართველოში. დღეიდან ეს არის არა ხელისუფლება, არამედ თვითმარქვია ადამიანების ერთობლიობა, რომელსაც უნდა, რომ მიიტაცოს ეს ქვეყანა, მაგრამ პირობას გაძლევთ, ერთობლივი ბრძოლით ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.

მე უკვე გავაგზავნე განცხადება ამ თვითმარქვია ორგანოში, რომელსაც ისინი პარლამენტს უწოდებენ და დაუყოვნებლივ მოვითხოვ, შეწყდეს ჩემი მანდატი! გადაწყვიტონ, გაუქმდეს მათთან ჩემი კავშირი! მე ვიქნები თქვენთან ერთად იმისთვის, რომ მოვიპოვოთ გამარჯვება.

არანაირი პარლამენტი არ არსებობს, არსებობს ეს თვითმარქვია ორგანო და არსებობთ თქვენ. ძალაუფლება თქვენშია და არა მათში.

რაც შეეხება ბრძოლის ხაზს – ეს იქნება საგარეო ასპარეზი, იქნება პროტესტი. დადგება ის წამი, როდესაც ჩვენ გადამწყვეტ შეტევას მივიტანთ ამ თვითმარქვია დაჯგუფებაზე და საბოლოო გამარჯვებას ვიზეიმებთ. დღეს არაფერი დასრულებულა, დღეს იწყება ახალი პროცესი. ჩვენ გადავდივართ ახალ ეტაპზე”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები