spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ხათუნა ლაგაზიძე – თქვენ ხომ ყველამ იცოდით, რომ ყველაზე რეალისტური სცენარი იქნებოდა არჩევნების მიტაცება, რატომ არ იყავით მზად

“26-ში, საღამოს 9 საათზე, რატომ იდექით გაოგნებული სახეებით, როცა აღმოაჩინეთ, რომ ხელისუფლებამ არჩევნები მიიტაცა. თქვენ ხომ ეს ყველამ იცოდით, რომ ყველაზე რეალისტური სცენარი იქნებოდა არჩევნების მიტაცება. რატომ არ იყავით ამ სცენარისთვის მზად“, – ამის შესახებ “აირჩიე ევროპის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ხათუნა ლაგაზიძემ ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირებით განაცხადა.

“ჩემო მეგობრებო, გეკითხებით 26-ში, საღამოს 9 საათზე, რატომ იდექით გაოგნებული სახეებით, ვინც გაბედეთ და დადექით ეკრანების წინ და დანარჩენები საერთოდ არ ჩანდით საათების განმავლობაში, როცა აღმოაჩინეთ, რომ ხელისუფლებამ არჩევნები მიიტაცა. თქვენ ხომ ეს ყველამ იცოდით, რომ ყველაზე რეალისტური სცენარი იქნებოდა არჩევნების მიტაცება. რატომ არ იყავით ამ სცენარისთვის მზად. თუ ასეთი გულუბრყვილოები და არაკვალიფიციურები ხართ, მაშინ რა გინდათ პოლიტიკაში. თუ არ ხართ გულუბრყვილოები და ხართ კვალიფიციურები, კიდევ ერთხელ ვკითხულობ, რატომ არ დაუშვით ყველაზე რეალისტური სცენარი, რომ 26-ში საღამოს 9 საათზე დაწყებულიყო მიტაცებული ხელისუფლების უკან წართმევის პროცესი.

ეს პირველი შეკითხვა, რატომ არ იყავით ამისთვის მზად და რატომ არ იყო დაგეგმილი 26-ში საღამოს 9 საათიდან მიტაცებული ხელისუფლების უკან დაბრუნების პროცესი. დღეს ვსაუბრობდი არაჩვეულებრივად ნიჭიერ და კვალიფიციურ ხალხთან პარლამენტის წინ აქციაზე, ერთის მხრივ სასოწარკვეთილ და მეორეს მხრივ ბრძოლისთვის შემართულ ხალხთან. მეორე კითხვა და იმ ადამიანების კითხვაა ეს – რომ დავზუმოთ და ზემოდან დავხედოთ 26 ოქტომბრიდან 25 ნოემბრამდე გასულ ერთ თვეს. რატომ ჩნდება შთაბეჭდილება, რომ გაკეთდა ყველაფერი იმისათვის, რომ ჩაკლულიყო პროტესტი. რატომ ხდებოდა პროტესტის იმიტაცია მთელი ამ ერთი თვის განმავლობაში. ვკითხულობ და გამეცით პასუხი ამ ლეგიტიმურ კითხვაზე. ვინც არ იყო ავანგარდში, რატომ არ იყო? ესეც კითხვაა“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები