spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სალომე სამადაშვილი – დღეს, საქართველოში პირველად, ჩვენ მივიღეთ პარლამენტი, რომელმაც საკუთარი ლეგიტიმაცია თავად გააუქმა

საზოგადოებამ უნდა აჩვენოს, რომ ჩვენ არ ვიღებთ იმ რეალობას, რომელიც, ფაქტობრივად, დღეს გაფორმდა საბოლოოდ ქვეყანაში, რასაც ჰქვია არა მხოლოდ ევროპული მომავლის გაუქმება, არამედ სახელმწიფოს გაუქმება რეჟიმის მიერ, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს, საქართველოში პირველად, საქართველომ მიიღო პარლამენტი, რომელმაც საკუთარი ლეგიტიმაცია თავად გააუქმა, რადგან თუ აქამდე საუბარი იყო იმაზე, რომ არჩევნები გაყალბდა, დღეს ივანიშვილის დანიშნულმა ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ გაეფორმებინათ საკუთარი არაკონსტიტუციურობა.

“საზოგადოებამ უნდა აჩვენოს, რომ ჩვენ არ ვიღებთ იმ რეალობას, რომელიც, ფაქტობრივად, დღეს გაფორმდა საბოლოოდ ქვეყანაში, რასაც ჰქვია არა მხოლოდ ევროპული მომავლის გაუქმება, არამედ სახელმწიფოს გაუქმება რეჟიმის მიერ. ჩემი პოზიცია ის არის, რომ უნდა შედგეს პროტესტი და ამ დროს ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ახლა ვართ ბრძოლის დასაწყისს ეტაპზე და არავის არ  უნდა ჰქონოდა ილუზია, რომ დღევანდელ დღეს ეს ბრძოლა დასრულდებოდა. “ძლიერი საქართველოს” სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ კვირების მანძილზე, ყოველ დღე ამას ვამბობთ, რომ, ჩვენ გვჭირდება საშუაოლოვადიანი, გრძელვადიანი ბრძოლის გეგმა, რადგან ეს ბრძოლა ახლა იწყება, ამ ბრძოლამ უნდა მოიკრიბოს ძალა და გაიმარჯვოს რეჟიმზე, სწორედ ამიტომ, არ გვითქვამს ჩვენ არასდროს, რომ, რომელიმე დღე იყო ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი. დღეს, საქართველოში პირველად, ჩვენ მივიღეთ პარლამენტი, რომელმაც საკუთარი ლეგიტიმაცია თავად გააუქმა, რადგან თუ აქამდე საუბარი იყო იმაზე, რომ არჩევნები გაყალბდა, დღეს ივანიშვილის დანიშნულმა ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ გაეფორმებინათ საკუთარი არაკონსტიტუციურობა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები