spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორელი – უკრაინაში რუსეთის გამარჯვება ნიშნავს საქართველოს და მოლდოვას წინააღმდეგ იმპერიული პოლიტიკის გაგრძელებას

ევროკავშირი ამ წელს იბრძოდა უკრაინის წინააღმდეგ ომის სამართლიანი გადაწყვეტისკენ პროგრესის მისაღწევად, ევროკავშირი ხომ მრავალი გამოწვევისა და კრიზისის წინაშე დგას, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ბორელმა გაიხსენა, რომ წელს ევროკავშირმა უკრაინას 122 მილიარდი ევროს დახმარება გამოუყო. აქედან 45 მილიარდი ევრო სამხედრო დახმარებაა. გარდა ამისა, ევროკავშირმა დაუშვა გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების გამოყენება უკრაინის სამომავლო დახმარების უზრუნველსაყოფად.

“მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ვერ მივაწოდეთ უკრაინას საკმარისი რესურსები, რათა დაიცვას თავი მუდმივი საჰაერო თავდასხმებისგან მის სამოქალაქო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ზამთარი უკრაინელებისთვის ძალიან მკაცრი იქნება, ელექტროენერგიის მასიური გათიშვით“, – განაცხადა ბორელმა.

მისი აზრით, ევროკავშირმა უკრაინას არ მიაწოდა საკმარისი საბრძოლო მასალა რუსული არმიის წინსვლის აღსაკვეთად.

მას ასევე მიაჩნია, რომ ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების მონაწილეობა უკრაინის წინააღმდეგ ომში არის “შემაშფოთებელი ნაბიჯი” ომის ინტერნაციონალიზაციისკენ.

ბორელი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს ევროკავშირისთვის “ეგზისტენციალურ საფრთხეს“ უწოდებს და მიაჩნია, რომ რუსეთის გამარჯვება ნიშნავს საქართველოსა და მოლდოვას წინააღმდეგ “იმპერიული პოლიტიკის“ გაგრძელებას.

“ეს უკვე ბევრჯერ მითქვამს: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი ევროკავშირისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს. თუ ვლადიმერ პუტინის რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის თავის იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ აუცილებლად გააგრძელებს, განსაკუთრებით კი ევროპაში. ჩვენ ამ აგრესიული პოლიტიკის შედეგები საქართველოსა და მოლდოვაში უკვე ვნახეთ. ევროპის გარდა, თუ ჩვენ უკრაინას სუვერენიტეტის დაცვაში ვერ დავეხმარებით, წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგი, რომელსაც გლობალურად ხელს ვუწყობდით, ჩამოინგრევა”, – განაცხადა ბორელმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები