spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლაშა ბაქრაძე – ეს არის მთელი საზოგადოების პროტესტი და არა მხოლოდ ოპოზიციის, ამას უნდა ჰქონდეს პერმანენტული სახე

ზეწოლა ქვეყნის შიგნიდან და ზეწოლა ქვეყნის გარედან – ეს არის გზა,  რომელსაც ჩვენ ვერ აუვლით გვერდს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლაშა ბაქრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ქვეყანაში სამართალი აღარ არსებობს.

“კონსტიტუცია თავზე გადაგვახიეს, ფაქტობრივად, სამართალი აღარ არსებობს ქვეყანაში. ჩვენ მრავალჯერ გამოვაცხადეთ, რომ არ შევდივართ ამ პარლამენტში და უახლოეს დღეებში განცხადებასაც დავწერთ და მერე ჩაიხსნება სიები.

პოლიტიკური პროცესი არის პროტესტი. ეს არის მთელი საზოგადოების პროტესტი და არა მხოლოდ ოპოზიციის. ამას უნდა ჰქონდეს პერმანენტული სახე. გარდა ამისა, კიდევ უფრო  მეტი დარღვევა უნდა გამოვლინდეს და უცხოეთთან მუშაობა უნდა გაგრძელდეს იმასთან დაკავშირებით, რომ არ ცნონ ამ არჩევნების შედეგები,  გარდა ამისა, გარკვეული ზეწოლა მოხდეს ცივილიზებული ქვეყნებიდან ამ ხელისუფლებაზე.

ზეწოლა ქვეყნის შიგნიდან და ზეწოლა ქვეყნის გარედან – ეს არის გზა, რომელსაც ჩვენ ვერ აუვლით გვერდს”, – განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები