spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკა ბესელია – ურჩევნიათ ახალ წლამდე ჰყავდეთ ყველაზე მორჩილი ადამიანი პრეზიდენტად

ყველაფერი, რაც ხდება არის კონსტიტუციის დარღვევით, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნება, რა თქმა უნდა, ექნება ანტიკონსტიტუციური სახე და სამართლებრივი რევიზია დადგება ადრე თუ გვიან, – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას“ ურჩევნია ახალ წლამდე ჰყავდეს ყველაზე მორჩილი ადამიანი პრეზიდენტად, ვისგანაც არასდროს, არანაირი სიურპრიზები არ იქნება მოსალოდნელი.

“ყველაფერი, რაც ხდება არის კონსტიტუციის დარღვევით, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნება, რა თქმა უნდა, ექნება ანტიკონსტიტუციური სახე და სამართლებრივი რევიზია დადგება ადრე თუ გვიან. რაც შეეხება, სიჩქარეს, რატომაც ჩქარობენ, არ მიკვირს, რადგან ეს არის ყველაზე მთავარი წინაღობა – პრეზიდენტი, რომელიც უნდა, რომ გადალახოს „ქართულმა ოცნებამ“, მისთვის არის პრეზიდენტი ძლიერი თავის ტკივილი, ამიტომაც, ურჩევნიათ ახალ წლამდე ჰყავდეთ ყველაზე მორჩილი ადამიანი პრეზიდენტად, ვისგანაც არასდროს, არანაირი სიურპრიზები არ იქნება მოსალოდნელი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები