“საქართველოს ბანკი” აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებას და მათთვის ახალი შესაძლებლობების გაზიარებას. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი მხარს უჭერს საქართველოს ტურიზმის სამიტ „ტურისტერს“, რომელიც 6-7 დეკემბერს, ბათუმში გაიმართება.
ღონისძიებაზე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ ტურიზმის სფეროში არსებულ გლობალურ და ადგილობრივ ტენდენციებს, გაიზიარონ საერთაშორისო კომპანიების ლიდერების გამოცდილება და მიიღონ მონაცემებზე დაფუძნებული სტრატეგიული გადაწყვეტილებები. ღონისძიება მიზნად ისახავს ქართული ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას და ამ დარგის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას.
“მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ტურიზმის სამიტს. ეს არის კარგი შესაძლებლობა, სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს გავუზიაროთ ღირებული ინფორმაცია, მივცეთ შესაძლებლობა, დაამყარონ კავშირები თანამოაზრეებთან, აღმოაჩინონ ახალი ტექნოლოგიები და საბოლოო ჯამში, მიიღონ შთაგონება საკუთარი საქმიანობის უკეთ სამართავად. ჩვენ ბიზნესს მომავალშიც არაერთ საინტერესო შესაძლებლობას გავუზიარებთ“, – ამბობენ საქართველოს ბანკში.
აღსანიშნავია, რომ წლევანდელი ტურისტერი სამ ძირითად საკითხზეა ფოკუსირებული, ესენია:
ტექნოლოგიები ტურიზმში: თანამედროვე გადაწყვეტილებები და მომავლის ინოვაციები.
მდგრადობა: მწვანე და ლურჯი ეკონომიკა.
წინსვლა: პიროვნული და პროფესიული ზრდა მომავალი მზაობისთვის;
2024 წლის სამიტზე მონაწილეობას მიიღებენ ისეთი გლობალური ბრენდების წარმომადგენლები, როგორებიცაა Booking.com, Amadeus და სხვები. ღონისძიების ფარგლებში, პანელური დისკუსიები და ვორკშოპი გაიმართება.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან: ტურიზმის ინსტიტუტი და ციფრული მარკეტინგული კომპანია შინდი. გენერალური სპონსორები – საქართველოს ბანკი ბიზნესი, ბეტა პრინტი. სპონსორები – სასტუმრო Colosseum Marina, GURU Holding, Exely, TripCamp, USAID.
ღონისძიების ბილეთების შესაძენად ესტუმრეთ ბმულს.
(R)