spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მამუკა ხაზარაძე – “ძლიერი საქართველო” არ ვაპირებთ ლეგიტიმაცია მივცეთ ამ პარლამენტს

“ძლიერი საქართველო” არ ვაპირებთ ლეგიტიმაცია მივცეთ ამ პარლამენტს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ფორმით, ამ სიმტკიცით, იმ პროტესტით, რომელიც ქუჩაშია, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ახალ არჩევნებს, – ამის შესახებ  კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დღეებში საკმაოდ სერიოზული სამუშაოები ჰქონდათ საერთაშორისო საზოგადოებასთან და საგამოძიებო უწყებებთან.

“მინდა გაგაცნოთ პოზიცია, რომელიც უკვე დიდი ხანია, ჩამოყალიბებულია ჩვენს კოალიციაში, იმ დღიდან, როცა 26 ოქტომბრის არჩევნები იქნა სასტიკად გაყალბებული რუსული ოპერაციით „ქართული ოცნების“ მხრიდან. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთის ინტერესს და ზუსტად რუსული ხელწერით, სპეცოპერაციით, მათ მიისაკუთრეს ოპოზიციის ხმები.

ოპოზიციამ ამ არჩევნებში გაიმარჯვა და არანაირი კითხვა ამასთან დაკავშირებით არ უნდა არსებობდეს, თუმცა კიდევ ვიმეორებ, აი, ამ სამარცხვინო მმართველობამ, ივანიშვილის ხელმძღვანელობით ეს ხმები მიითვისა, მოიპარა და ქართველ ხალხს ევროპისკენ მიმავალი გზა წაართვა.

მე მინდა გითხრათ, რომ ამ დღეების განმავლობაში საკმაოდ სერიოზულად ვმუშაობდით ჩვენ კონკრეტულად საერთაშორისო საზოგადოებასთან, საგამოძიებო უწყებებთან, ჩვენს შიდა საგამოძიებო უწყებასთან, იურისტებთან, რომელთაც გაყალბების უამრავი ფაქტი დადეს.

ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ჩვენ, “ძლიერი საქართველო” არ ვაპირებთ ლეგიტიმაცია მივცეთ ამ პარლამენტს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ფორმით, ამ სიმტკიცით, იმ პროტესტით, რომელიც ქუჩაშია, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ახალ არჩევნებს. დემონტაჟს გავუკეთებთ ამ სამარცხვინო ხელისუფლებას, რომელმაც ჯიბეში ჩაიდო კონსტიტუცია, კანონი, ადამიანის უფლებები და ყველაზე მთავარი – ადამიანების ხმები.

თქვენ იცით, რომ ეს გადაწყვეტილება ჩვენ მიღებული გვქონდა, უბრალოდ ველოდებოდით პროცედურულად იმ იურიდიულ ნაბიჯებს, რომელიც გუშინ წარმოიშვა, მიუხედავად იმისა, რომ [პარლამენტი] არალეგიტიმურია. ჩვენ მივმართავთ დღეს ცესკოს შესაბამისი დოკუმენტაციით, სიების ჩახსნასთან დაკავშირებით”,  – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები