როგორც ვიცით, “ქართული ოცნების“ პროპაგანდა, ყოველთვის უპირისპირდებოდა რეზოლუციას და იმ ლოგიკით ასაბუთებდა, რომ რეზოლუცია არ არის სავალდებულოდ შესასრულებელი, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიგი უგულავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს რეზოლუცია გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი წინამორბედი, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ განაცხადებს შეიცავდა.
“როგორც ვიცით, „ქართული ოცნების“ პროპაგანდა, ყოველთვის უპირისპირდებოდა რეზოლუციას და იმ ლოგიკით ასაბუთებდა, რომ რეზოლუცია არ არის სავალდებულოდ შესასრულებელი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ახალი ევროკომისარი საგარეო საკითხებში, კაია კალასი, რომელიც არის ესტონეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, ის არის მკვეთრად უკრაინის მომხრე. ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით, ეს რეზოლუცია გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი წინამორბედი, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ განაცხადებს შეიცავდა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
ევროპარლამენტი საქართველოზე რეზოლუციას 28 ნოემბერს მიიღებს, რომელშიც არჩევნების გამოძიების მნიშვნელობაზე იქნება საუბარი.