ბოლო წლებში, თანამედროვე სტანდარტების სახანძრო-სამაშველო ობიექტები აშენდა სხვადასხვა რეგიონში, სახანძრო-სამაშველო სამსახური აღიჭურვა უახლესი სპეც-ავტოტექნიკით, სამსახურს დაემატა სხვადასხვა დანიშნულებისა და მოდიფიკაციის სატრანსპორტო საშუალებები – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში, მოხსენებით წარდგენისას განაცხადა.
ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განვითარების მიზნით, განხორციელდა და მიმდინარეობს არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, ასევე გრძელდება მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება.
“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საწყლო-საზღვაო დანაყოფს დაემატა სხვადასხვა მოდიფიკაციის 31 ერთეული მცურავი საშუალება. სახანძრო-სამაშველო ავტომობილებს შორის გამორჩეულია 30 „ივეკო მაგირუსის“ სპეცმანქანა, რომელიც გერმანულმა მწარმოებელმა კომპანიამ მანევრულობით, მაღალი გამავლობითა და მობილურობით მოარგო ქართული მხარის მიერ მოთხოვნილ, საქართველოს გზების შესაბამის პირობებს. ასევე, გამორჩეულია, „მერსედესის“ მარკის სახანძრო სამაშველო კომბინირებული ქრობის მანქანა. ცალკე სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების მთავარი სამმართველო”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.