spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ვახტანგ გომელაური – მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელსა და შსს-ს ყველა თანამშრომელს, რომლებიც ერთგულად ემსახურებიან ქვეყანას

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში, მოხსენებით წარდგენისას სამინისტროს ყველა თანამშრომელს მადლობა გადაუხადა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, წლების განმავლობაში უწყების მიერ მიღწეული წარმატებები, სწორედ პოლიციელების შრომის შედეგია.

“დასასრულს, მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებიც ერთგულად ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ წლების განმავლობაში მიღწეული წარმატებები არის ამ ადამიანების,  თითოეული მათგანის დამსახურება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები