სიების ჩახსნასთან დაკავშირებით, კანონით დადგენილი წესით, განცხადება უნდა შევიდეს პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარის ხელმოწერით და მე აღნიშნული წერილი დავტოვე თბილისში გუშინ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ წერილამდე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიმართა ცესკოს მოთხოვნით, რომ უფლებამოსილების საკითხი რეგისტრაციაში არ გატარებულიყო ცესკოს მიერ. აღნიშნული მოთხოვნა, რომელიც დაწერა ყველა სიის წევრმა არის კონსტიტუციური უფლება, თუმცა კონსტიტუციის დარღვევით, ცესკომ მიმართვა არ გაითვალისწინა და უფლებამოსილების საკითხი გადასცა პარლამენტს.
“სიების ჩახსნასთან დაკავშირებით, კანონით დადგენილი წესით, განცხადება უნდა შევიდეს პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარის ხელმოწერით და მე აღნიშნული წერილი დავტოვე თბილისში გუშინ. ღამით, აქ გამომგზავრებამდე, მე მოვამზადე წერილი, ჩემი ხელმოწერით, როგორც „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, სადაც ჩვენ ვითხოვთ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისგან, რომ ჩაიხსნას ჩვენი საპარლამენტო სიები. აღნიშნულ წერილს, ცოტა ხანში ჩვენი წარმომადგენელი ცესკოში შეიტანს ფიზიკურად, თუმცა, იცით, რომ ამ წერილამდე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიმართა ცესკოს მოთხოვნით, რომ უფლებამოსილების საკითხი რეგისტრაციაში არ გატარებულიყო ცესკოს მიერ. აღნიშნული მოთხოვნა, რომელიც დაწერა ყველა სიის წევრმა არის კონსტიტუციური უფლება, თუმცა კონსტიტუციის დარღვევით, ცესკომ მიმართვა არ გაითვალისწინა და უფლებამოსილების საკითხი გადასცა პარლამენტს. მე იმედი მაქვს, რომ ჩემს მიერ მიწერილ წერილს, რომელიც ითხოვს კანონით დადგენილი წესით, რომ ჩაიხსნას ჩვენი საპარლამენტო სია, ამას მაინც დააკმაყოფილებს გიორგი კალანდარიშვილი, რომელმაც უამრავი უკანონობა იკადრა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.