მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი. საქართველოს დღეს არ ჰყავს ლეგიტიმური პარლამენტი, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან არის გასული და მის დასაბრუნებლად ქვეყანას ახალი საპარლამენტო არჩევნები სჭირდება.
“მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი. საქართველოს დღეს არ ჰყავს ლეგიტიმური პარლამენტი. მე-11 მოწვევის პარლამენტი კონსტიტუციის დარღვევით შეიკრიბა, არჩევნებს რომ თავი დავანებოთ, რომელიც გაყალბებული და კონსტიტუციის დარღვევითაა ჩატარებული. ამიტომ, პრეზიდენტს, რომელსაც აირჩევს არალეგიტიმური ორგანო, ლეგიტიმაცია არ ექნება.
ქვეყანა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან არის გასული და მის დასაბრუნებლად ქვეყანას ახალი საპარლამენტო არჩევნები სჭირდება”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
საქართველოს მომავალი პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება. ისტორიაში პირველად, პრეზიდენტს ხალხის ნაცვლად 300 ხმოსანი 5 წლით აირჩევს.