spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ელენე ხოშტარია – ყველაფერი დაიდება გამარჯვებისთვის, თქვენი კრიტიკა მხოლოდ დამხმარეა

როცა გამძლეობაზე ვლაპარაკობთ, უპირველეს ყოვლისა, ღამის გათენების გამძლეობა კი არაა, შეცდომების მიღება, გამოსწორება, კრიტიკის ატანა, როცა რაღაც არ გამოდის ფეხზე ადგომა და წინ წასვლაა. რეჟიმთან ბრძოლაში ეს გამძლეობა გადამწყვეტია, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ყველაფერი დაიდება გამარჯვებისთვის, კრიტიკა მხოლოდ დამხმარეა.

“როცა გამძლეობაზე ვლაპარაკობთ, უპირველეს ყოვლისა ღამის გათენების გამძლეობა კი არაა, შეცდომების მიღება, გამოსწორება, კრიტიკის ატანა, როცა რაღაც არ გამოდის ფეხზე ადგომა და წინ წასვლაა. რეჟიმთან ბრძოლაში ეს გამძლეობა გადამწყვეტია.

პარლამენტის შეკრების დღე რომ ადვილი არ იქნებოდა ეს სრულიად მოსალოდნელი და ლოგიკური იყო, თუმცა არაა ეს პარლამენტი და პირველ რიგში ეს მართლა უნდა დავიჯეროთ.

შეამჩნევდით, არავინ ამბობდა არ ჩავატარებინებთ, ან რამე ილუზორულ ამოცანებს არ ვისახავდით. აუცილებელი იყო პროტესტის დაფიქსირება, ეს არ იყო და არ არის გადამწყვეტი მომენტი.

რაც შეეხება ჩვენ კრიტიკას, ზოგს სამართლიანს და ზოგს უსამართლოს, მხოლოდ მაშინ შევდგებით საზოგადოებად და მხოლოდ მაშინ შევქმნით პოლიტიკურ პროცესს, როდესაც პოლიტიკოსები ამ კრიტიკას მშვიდად, არგუმენტირებულად და გულისყურით მივიღებთ.

შეცდომები გვაქვს ამ პროცესში, პირველი კომუნიკაციის ქაოსია, ბევრი სხვაც, მაგრამ ჩემგან პირადად მინდა გითხრათ, რომ არათუ დაბნეული, დაღლილი, უიმედო ან რამე მსგავსი, სრულიად შედეგზე ორიენტირებული და გამარჯვებისთვის განწყობილი ვარ. როდესაც ხალხი გენდობა და ხმას გაძლევს (მოსწონხარ და იმიტომ, თუ იძულებულია), ამაზე დიდი პასუხისმგებლობა და ენერგიაც, თუ გნებავთ, არ არსებობს.

ყველაფერი დაიდება გამარჯვებისთვის, თქვენი კრიტიკა მხოლოდ დამხმარეა. საქართველო არც რუსეთია და არც ბელორუსი, საქართველო ევროპაა და კეთილს ვინებებთ და გავიმარჯვებთ”, – წერს ელენე ხოშტარია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები