30 ნოემბერს, 16:00 საათზე, ახმეტელის მეტროდან, გლდანის ციხემდე საპროტესტო მსვლელობა „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“ გაიმართება.
მსვლელობა “დაიტოვეს” ინიციატივით გაიმართება, რომელსაც მოქალაქეები შეუერთდებიან.
“მეგობრებო, ჩვენ არ ვჩერდებით!
ახლა ჩვენს თანამებრძოლებს და მეგობრებს სჭირდებათ ჩვენი თანადგომა.
ციხეში მყოფ ბიჭებს უნდა მივაკითხოთ. ვანახოთ რომ ბოლომდე მათთან ვართ!“, – აღნიშნულია ჯგუფ „დაიტოვეს“ განცხადებაში.