“კოალიცია ცვლილებებისთვის” დაწერს განცხადებას საქართველოს ამ რაღაც შენობაში, პარლამენტი რომ ჰქვია, ჩავაბარებთ განცხადებას და უარს ვიტყვით მანდატებზე, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
“კოალიცია ცვლილებებისთვის” ისევე, როგორც ყველა ის ხალხი, რომელიც “ქართული ოცნების” ცესკოს მიერ დაწერილი და გაყალბებული რიცხვებით იღებს მანდატებს, ყველა დაწერს განცხადებას საქართველოს ამ რაღაც შენობაში, პარლამენტი რომ ჰქვია, ჩავაბარებთ განცხადებას და უარს ვიტყვით მანდატებზე. ამის შემდეგ პროცესი როგორ გაგრძელდება კაცმა არ იცის.
არ არსებობს პარლამენტი, იმ შენობაში ახლა რაც ხდება, თავიდან ბოლომდე არალეგიტიმურია. კონსტიტუციის დარღვევით შეიკრიბნენ და საკუთარ თავს რაღაცებს ეძახიან და ჩვეულებრივი ბიძინას “შაპიტოა” ეს შენობა, სადაც დადის ხალხი და ტრ**-ზე კოცნიან ბიძინას”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.