ჩვენ შეიძლება ვიხუმროთ, მაგრამ ივანიშვილმა თავის პრეზიდენტ ტომარად ყველაზე უფრო გამორჩეული ანტიდასავლელი დადო, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ყაველაშვილი უზრდელი, გაუნათლებელი და აშშ-ევროკავშირის განსაკუთრებული მაგინებელია.
“ჩვენ შეიძლება ვიხუმროთ, მაგრამ ივანიშვილმა თავის პრეზიდენტ ტომარად ყველაზე უფრო გამორჩეული ანტიდასავლელი დადო. უზრდელი, გაუნათლებელი და აშშ-ევროკავშირის განსაკუთრებული მაგინებელი. ეს არის მისი ხედვა ქვეყანაზე და ხალხზე.
ახლა მანდატები კარგად შეინახეთ – “ეგებ “რუსული კანონი“ გააუქმოს ან დასავლეთმა მოგვთხოვოს“, “ტრამპი რას იტყვის“?”, – წერს ხატია დეკანოიძე.
“ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა.