spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ხმაური და დაპირისპირება იყო

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ხმაური და დაპირისპირება იყო.

დაპირისპირების მიზეზი ერთ-ერთი აქტივისტის ილია სეთურის სასამართლოს მიერ დაჯარიმება გახდა.

სეთურის  მხარდამჭერები სასამართლოს ეზოში  ბანერებით – “კლანის მოსამართლე”; კლანის მიერ მართული სასამართლო”, შევიდნენ და აქტივისტის დაჯარიმებას აპროტესტებდნენ, რასაც მანდატურის სამსახურის თანამშრომლებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

აქტივისტის მხარდამჭერების განცხადებით, ბანერის გაშლის უფლება მათ კანონიერად აქვთ.

რაც შეეხება თავად ილია სეთურს, რომელიც 10 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე დააკავეს, მას მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები