5 წელი ვიყავი სახალხო დამცველი, არაერთი საქმის ზედამხედველობა გაგვიწევია და ძალიან კარგად ვგრძნობ, როდის აქვს გამოძიებას ინტერესი, დაადგინოს გამოძიებით რა მოხდა რეალურად, როდის აქვთ მათ გულწრფელი ინტერესი და როდის ქმნიან გამოძიების ილუზიას, – ამის შესახებ საზოგადოებრივი პლატფორმის “საქართველოს ევროპული ორბიტას” დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, იღებენ მტკიცებულებებს, არ აქვთ კითხვები, მაგრამ საერთო ჯამში, მათი შინაგანი რწმენა არის ისეთი, რომ ამ არჩევნებზე არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა.
“5 წელი ვიყავი სახალხო დამცველი, არაერთი საქმის ზედამხედველობა გაგვიწევია და ძალიან კარგად ვგრძნობ, როდის აქვს გამოძიებას ინტერესი, დაადგინოს გამოძიებით რა მოხდა რეალურად, როდის აქვთ მათ გულწრფელი ინტერესი და როდის ქმნიან გამოძიების ილუზიას. აშკარაა და საგრძნობია, რომ მათ უბრალოდ არ სჯერათ იმის, რომ არჩევნებზე რაიმე სახის პრობლემები იყო. იღებენ მტკიცებულებებს, არ აქვთ კითხვები, მაგრამ საერთო ჯამში, მათი შინაგანი რწმენა არის ისეთი, რომ ამ არჩევნებზე არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა და როდესაც ხარ საგამოძიებო უწყება და ამ დამოკიდებულებით იწყებ გამოძიებას, შენ თვითონ არ გჯერა, რომ დანაშაული მოხდა და არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებსაც რაღაცები მოეჩვენათ, რა თქმა უნდა, ეს გამოძიება ვერ მიგვიყვანს შედეგამდე, რა საქმე არც უნდა იყოს. ამ ყველაფრის მიზანი არ არის ობიექტური გარემოებების დადგენა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში “საქართველოს ევროპული ორბიტას” დამფუძნებელ ნინო ლომჯარია 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით გამოიკითხა.